ორბელიანი მეტის ალუმნების შეხვედრა

9 ივლისს ორბელიანი მეტის ალუმნი ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში, USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

შეხვედრაზე, სახალხო დაფინანსების იდეების კონკურსის გამარჯვებულებს საშუალება მიეცათ ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და ემსჯელათ ერთობლივ ინიციატივებზე და  შესაძლებლობებზე.

ალუმნების შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სახალხო დაფინანსების კულტურის პოპულარიზაციის საკითხები საქართველოში, არსებული გამოწვევები და მოგვარების შესაძლო გზები.

გამომდინარე იქიდან, რომ იდეების კონკურსის გამარჯვებულების 70% წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს (დედაქალაქის გარეთ) და რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ, მათთვის ერთად შეხვედრისა და გაცნობის შესაძლებლობის მიცემა უმნიშვნელოვანესია.

ღონისძიებაზე, იდეის ავტორებთან ერთად განვიხილეთ ასევე განვიხილეთ ორბელიანი მეტის პლატფორმის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები და სოციალური პროექტების ერთობლივი განხორციელების გზები crowdfunding-ის მეთოდით.

შეხვედრაზე ალუმნის ქსელის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” კონტექსტში მათთვის საინტერესო კითხვები განეხილათ იურისტთან ერთად.

ორბელიანის გუნდი ამგვარი შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც გააგრძელებს და ხელს შეუწყობს სახალხო დაფინანსების პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებში ალუმნი ქსელის აქტიური ჩართულობით.