იდეების კონკურსი ორბელიანის ფონდის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც 2021 წელს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და ამ ეტაპზე სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

პროექტის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.

იდეის ავტორებს orbelianimeti.ge -ის პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% პროექტის მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება.

იდეის ავტორებს პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეუძლიათ აწარმოონ სახალხო დაფინანსების (crowdfunding) კამპანია და საკუთარი სოციალური ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

იდეების კონკურსის ფარგლებში 2021 წლიდან დღემდე, 80 სოციალური პროექტი განხორციელდა საქართველოს 40 მუნიციპალიტეტში.