3 ივნისი - პიკნიკობა მზიურში

#მეტიუკრაინისთვის

3 ივნისს, მზიურის კაფეს ეზოში უკრაინელი ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი ღონისძიება - პიკნიკობა მზიურში, რომელიც განკუთვნილი იყო მათი განტვირთვისთვის და სოციალიზაციისთვის.

ბავშვების გასართობად მოწვეული იყო სოციალური საწარმო ბაბალე, რომლებმაც პატარები ჩართეს სხვადასხვა მხატვრულ აქტივობებში.

ღონისძიების ფარგლებში დიდებსაც და პატარებსაც ორგანიზაცია “ორბელიანი საქართველო” გაუმასპინძლდა საკვებით და ტკბილეულით.

 

ბავშვთა დაცვის დღე - SOS ბავშვთა სოფელში

Orbeliani kids

1 ივნისს, “ორბელიანი საქართველო”-ს ინიციატივით Sos ბავშვთა სოფელში გაიმართა ბავშვთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი ბავშვებისთვის.

ღონისძიების მიზანი იყო Sos ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის დღის გალამაზება,რომელიც მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით და საჩუქრებით.

მადლობა ყველა კომპანიას რომელიც “ორბელიანი საქართველო”-სთან ერთად ამ ღონისძიებაში ჩაერთო: Glovo; Mondelez Georgia; KFC; ზედაზენი; სულაკაურის გამომცემლობა; მინისო; სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

ასევე დიდი მადლობა:

  • GEOLAB-ს, რომელიც 2 ბავშვს უფასოდ ასწავლის პროგრამირებას და დიზაინს;

  • ALTERBRIDGE-ს, რომელიც ყოველწლიურად 1 ბავშვს მიიღებს და ასწავლის სრულიად უფასოდ და მუდმივად ჩართავს მათ სხვადასხვა სემინარებში.

ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს Sos ბავშვთა სოფელთან მეგობრობას ყველა არსებული საშუალებით და ხელს შეუწყობს ბავშვების სოციალიზაციას.

 

#მეტიუკრაინისთვის

გამჭვირვალობის ანგარიში

2 აპრილს, “ორბელიანი საქართველო”-ს ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად გაიმართა მასშტაბური ღონისძიება უკრაინისა და საქართველოში ამ ეტაპზე მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად.

ღონისძიებას დაესწრო 400 + უკრაინელი მოქალაქე, რომელთაც:

  • 13 კომპანიისგან გადაეცათ საჩუქრები;

  • 12 კომპანიისგან მიიღეს კონსულტაციები: იურიდიული, საფინანსო, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მიმართულებით;

  • გაეცნენ 10 სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებს და სასწავლო პროგრამებს;

  • გაშუქდა 8 მედია საშუალებით;

  • საცხოვრებელი ადგილით ვუზრუნველყავით 15 უკრაინელი მოქალაქე.

წამყვანი - გიორგი ცხადაძე; მუსიკოსები - ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე და ორკესტრის მცირე ნაწილი მოხალისეობრივად შემოურთდნენ ღონისძიებას.

ორბელიანი საქართველოს პლატფორმა მეტი-ს საშუალებით ვაწარმოეთ კამპანია #მეტიუკრაინისთვის, რომ აქ მყოფი უკრაინელი მოქალაქეების საჭიროებები მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა.

სულ შეგროვდა - 21,190.00 ლარი

Crowdfunding კამპანიიდან შემოსული თანხა გადანაწილდა შემდეგნაირად:

მზიურის პარკის და კაფეს ტერიტორიაზე 4 კვირის განმავლობაში უკრაინელი მოქალაქეების განტვირთვისთვის და სოციალიზაციისთვის, თითო დღეს მოეწყობა პიკნიკი სხვადასხვა აქტივობებით:

  • კაფეს შიდა ეზოს ტერიტორიაზე ბავშვები მოხატავენ სხვადასხვა ხის ნაკეთობებს და მორთავენ ორცხობილებს;

  • პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა პიკნიკი, სადაც ბავშვებს წაუკითხავენ ზღაპრებს უკრაინულად;

  • ასევე პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა გმირები ბავშვებს ჩართავენ სხვადასხვა აქტივობებში და მოეწყობა შეჯიბრებები;

  • მზიურის კაფეს ტერიტორიაზე მოეწყობა დიდებისთვის კინოჩვენება;

  • ყველა დღეს გავუმასპინძლდებით საკვებით.

მადლობა მხარდაჭერისათვის ყველა კომპანიას, თითოეულ ადამიანს და მედია საშუალებას რომელიც შემოგვიერთდა ამ საჭირო და მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

#ორბელიანისაქართველო #ერთადვართმეტი