ორბელიანის ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ.

 

ჩვენი მიზანია სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი თემის/საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ. ბოლო წლების განმავლობაში ორბელიანის  ონლაინ პლატფორმის  ორბელიანი მეტის მეშვეობით უამრავი საჭირო, პრაქტიკული და ინოვაციური იდეა დაფინანსდა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ.

თითოეული ინიციატივა არის დამოუკიდებლად შექმნილი და მის უკან ჩვენი თანამოქალაქეეები დგანან, რომელთაც საზოგადოებრივი სიკეთისთვის ბრძოლა აერთიანებთ.
2015 წლიდან დღემდე ორბელიანს 1 000 000 ლარზე მეტი აქვს გაცემული ინიციატივებისთვის შემდეგი დონორების მხარდაჭერით: UNDP,  SIDA, Embassy of Netherlands, EWMI Access program.

ორბელიანის ფონდის პოპულარობა იზრდება და ასევე იზრდება მოტივირებული ადამიანების რიცხვი, რომელთაც სურთ პატარა ნაბიჯებით შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ, მაგრამ საერთაშორისო დონორებისგან მოწოდებული ფინანსური რესურსი ყოველთვის საკმარისი არ არის, ამიტომ გადავწყვიტეთ ხალხისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, დაააფინანსონ მათთვის საინტერესო და სასურველი იდეები, ამისთვის შევქმენით საქართველოში ერთერთი პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმა www.orbelianimeti.ge, რისი მეშვეობითაც საქართველოს 40-მდე მუნიციპაიტეტში 100-მდე ინიციატივა განხორციელდა

 
 

ჩვენ შესახებ

გაიგე მეტი ორბელიანის საქმიანობის შესახებ

დეტალურად→

სახალხო დაფინანსების პლატფორმა

გაიგე მეტი ორბელიანის სახალხო დაფინანსების პლატფორმის შესახებ

დეტალურად →